უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვს.
როგორც მან ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან გაერო–ში გამართული შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინისა და საქართველოს თანამშრომლობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
"საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ერთად მივდივართ საერთო მიზნისკენ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სოლიდარობა და თანამშრომლობა მტიკიცეა პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის კუთხით და ასევე იმ მიმართულებით, თუ როგორ განვავითაროთ ეს თანამშრომლობა. ძალიან სასიამოვნოა ქართულ დლეგაცასთან შეხვედრა აქ, გაეროში. კარგი იქნება თუ ამ საკითხების ირგვლივ თბილისში შედგება ჩემი ვიზიტი, რომ უფრო ფართოდ განვიხილოთ ეს საკითხები", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.