უკრაინაში არჩევნების შემდეგ არეულობაა. საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა.
ასობით დემონსტრანტი სამართალდამცავებს ხმის მიცემის ოქმების გამოტანის საშუალებას არ აძლევდა.
ოპოზიციას ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის არჩევნებში გამარჯვების არ სჯერა და მას გაყალბებაში ადანაშაულებს.