საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. მაია ფანჯიკიძე ამერიკის ებრაული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პირველი დიპლომატი უკრაინელ კოლეგასაც შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს.
"ჩვენ შეხვედრის სხვა საშუალებები არ გვაქვს, ერთადერთი საშუალება არის გაერო. თითოეული მათგანი მოვიპატიჟე საქართველოში. დაინტერესებულები ვართ მათთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით. იმედი მაქვს, რომ ზოგიერთი მათგანი მართლაც ისარგებლებს შემთხვევით და ჩამოვა საქართველოში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.