ივერიონი / ზურაბ კოპაძე: ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გეოლოგების ჯგუფები მუშაობენ!

ზურაბ კოპაძე: ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გეოლოგების ჯგუფები მუშაობენ!

  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ  ბათუმში, სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაობის თათბირის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღამის 12 საათის შემდეგ მოსალოდნელია ამინდის გაუარესება და გაიცა დავალებები, თუ სად უნდა განთავსდეს სპეცტექნიკა უხვი ნალექისა და წყალმოვარდნების შემთხვევაში.

 

   "ყველა უწყებამ წარმოადგინა, თუ რა სიტუაციაა, რა მდგომარეობაა, გაიცა შესაბამისი დავალებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სტაბილურია და სრულად ექვემდებარება კონტროლს. საღამოს 12 საათიდან ველოდებით ამინდის გაუარესებას, ყველა სტრუქტურა მობილიზებულია. გაიცა დავალებები, თუ სად უნდა განთავსდეს სპეცტექნიკა უხვი ნალექისა და წყალმოვარდნების შემთხვევაში. გეოლოგების ჯგუფები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, 10 წერტილია, სადაც შედარებით მძიმე სიტუაციაა. დღის ბოლომდე სრულად იქნება შესწავლილი ყველა განაცხადი. მუნიციპალიტეტებს მიეცემათ რეკომენდაციები, თუ რა მდგომარეობაა მათ ტერიტორებზე და საფრთხის შემთხვევაში უნდა მოხდეს მოსახლეობის გამოსახლება", - განაცხადა ზურაბ კოპაძემ.

23-09-2014, 14:23
უკან დაბრუნება