ივერიონი / რამ გააცოფა რობერტ სტურუა და რატომ გვიწოდებს ჯალათებს და გახრწნილებს?!

რამ გააცოფა რობერტ სტურუა და რატომ გვიწოდებს ჯალათებს და გახრწნილებს?!

  "ქართველებო - ჯალათებო და გახრწნილებო (ისეც და ასეც) , მკვლელებო, საკუთარი დედის მტ.....ებო, ბოზებო და მექრთამეებო, მოღალატენო და შანელის კაბებში გამოწყობილნო, წესიერებო სტუმრებთან და საკუთარ ოჯახში ზნედაცემულნო, უცხოელებთან დემოკრატებო და ქრისტიანულ ქვეყანაში შეიხებო, ვითომ ქალწულნო და უბიწოებო, სინამდვილეში კი ურწმუნოთა ბრბო, სულით გლეხებო და გლეხთა მჩაგვრელნო, ტრ..ის იქეთ აქეთ მოქანავენო, შეუგროვეთ, შეუგროვეთ სანდრას - იმ KGB–ს და ჩIშ–ის აგენტს - ვინც საქართველოს ვერ იტანს დღემდე"– ამ "პოსტით" ეხმიანება ცნობილი ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინიციატივას, მას შემდეგ, რაც  ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახს ქონება დაუყადაღეს, ყოფილი პირველი ლედისთვის ბინის საყიდლად ფულის შეგროვების თაობაზე.

 

  "დროზე შეუგროვეთ ფული, ო, დროზე, სანამ შიმშილით არ გაძვრა სული იმ ლამაზ მატა ხარის, კეზერას ფული ოფშორიდან დროზე გამოიტანეთ და იმ ევროპელი პედოფილების ქვეყნის ქალწულს ხელში ჩაუკუჭეთ! ო, უტვინო (და როცა საკუთარ ჯიბეს ეხება – აფერისტო) ჩემო ერო! როგორ იტან, რომ შვილები აწამა ორმა გადამთიელმა (ნუთუ შიშმა მოკლე ტვინი სულ დაგიკორტნა?!)?! დაგავიწყდა, შენი ვაჟკაცნი ტრ...დან რომ მოტ...ეს?! ამ ფაშისტებს უგროვებ ოქრო–ვერცხლს, სააკას ჩათლახმა მოდგმამ რომ იხაროს?! ო, საქართველო!" – წერს რეჟისორი.

 

  "ივერიონისგან" შეიძლება საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირო ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით - გააკრიტიკო, გალანძღო, სამარცხვინო ბოძზეც გააკრა კიდეც, მაგრამ, ენა არ უნდა წაიბილწო- მკითხველს უნდა გაუფრთხილდე, ელემენტარულად პატივი უნდა სცე მასაც და საკუთარ თავსაც. 

ვის, ვის და ბატონ რობერტ სტურუას ნამდვილად არ  ეკადრება  ასეთი ჟარგონებით წერა - მითუმეტეს, ასეთი უხამსი სიტყვებით. 

 

  რაც შეეხება სტატუსის პათოსს, ვეთანხმებით და ამაზე საკუთარი პოზიცია "ივერიონმა" დააფიქსირა კიდეც! 

 

23-09-2014, 14:30
უკან დაბრუნება