თბილისი ვერ მოხვდა "იუნესკოს დაცული ქალაქების" სიაში, ფრაქცია ქრისიტან-დემოკრატების საკრებულოს თავჯდომარე გიორგი გაბუნია მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ის შენობები გახდა, რომლებიც თბილისის ისტორიულ სახეს არ შეეფერება.
ზაზა გაბუნიამ, მშენებლობების შეწყვეტის მოთხოვნით, ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრებთან ერთად, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
"მოსახლეობასთან ერთად გამოვთქვამთ პროტესტს იმ მშენებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ეს შენობები თავისი ფორმით სრულიად არღვევს ისტორიული ქალაქის იერსახეს", _ ამბობს ზაზა გაბუნია.