ივერიონი / მერაბ შათირიშვილი: კეთილი ინებოს ივანიშვილმა და თავისივე შეცდომა თვითონვე გამოასწოროს!

მერაბ შათირიშვილი: კეთილი ინებოს ივანიშვილმა და თავისივე შეცდომა თვითონვე გამოასწოროს!

მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ახლი რეალობისთვის“  თავის წევრებთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით, ერთი კვირაა ქუთაისიდან ფეხით მოემართება.  ჩვენ გამოვიარეთ ქუთაისი, ზესტაფონი, ხაშური...  ვხვდებოდით ხალხს,  დღეს, 5 საათზე,  მთავრობის სასახლის წინ ვმართავთ აქციას ამავე მოთხოვნით - ასე დაოწყო ჟურნალისტებთან საუბარი საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ მერაბ შათირიშვილმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში.

 

შათირიშვილმა იქვე დააანონსა, რომ ჩატარდება  პერმანენტული აქციები - „შევეცდებით  დაველაპარაკოთ სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლის მიზანიც  საზოგადოების გაერთიანებაა. ამ ბრძოლაში  ლიდერობის ინიციატივის აღება ყველას შეუძლია. პოლიტიკური  ლიდერები ნაკლებად გვჭირდება,  რადგან მათ ხალხს საკმარისად მოაბეზრეს თავი, თუმცა პოლიტიკის გარეშეც ვერ იარსებებს ქვეყანა!“


ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა საზოგადოების  პრეროგატივაა. მართალია, სამი სხვადასხვა დონის არჩევნები ჩატარდა, მაგრამ მას დღეს გარდამავალი შეიძლება დავარქვათ - პარლამენტში  ბევრი არასასურველი პარლამენტარია, პრეზიდენტის არჩევანშიც შეცდნენ,  ესეც გარდამავალი პერიოდის აუცილებლობად ჩავთვალეთ.


“ბატონი ბიძინა ამბობს,  რომ მარგველაშვილი  შეცდომააო,  კალაძე ამბობს, კოაბიტაცია შეცდომააო,  კი მაგრამ, ჩვენ რა ვქნათ, მორიგ  შეცდომებს ველოდოთ?  ვერ დაელოდება საზოგადოება!„ - ასკვნის შათირიშვილი.


მან ბატონ  ბიძინას უკვე მიმართა, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, მოძრაობის მოთხოვნასთან დაკავშირებით.  მისი აზრით, მან უნდა თქვას თავისი სიტყვა...
შათირიშვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის ნათქვამსაც გამოეხმაურა.
 
მან თქვა: „თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში იმიჯის შენარჩუნება გვინდა, უპრიანია მიხეილ სააკაშვილი შევიწყალოთო. ესე იგი,  თუ სააკაშვილის შეიწყალებენ, მერე სათქმელად ექნებათ,  ჩვენ რას დავაშავებთ  ისეთსო. ,,ნაციონალურ  მოძრაობასთან“. ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური დანდობა და ტანდემი მშვენივრად მიდის. ასეთ  რამეს არ  მოთმენს საზოგადოება, რომლის შვილი, ძმა, ნათესავი  ქუჩაში  დახვრიტეს, სახლიდან გამოყარეს, აწამეს და ა.შ. არ უნდა მოვითმონიოთ  ასეთი უმსგავსობა!“ 


იგი თვლის, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის  ხელშია კაპიტალური და პოლიტიკური მონოპოლია.


„მან აღიარა,   მარგველაშვილი შეცდომააო, პარლამენტი შეცდომააო,  ბოლოს და ბოლოს, პოოლიტიკის მონოპოლიზება უნდა დასრულდეს, თორემ  შეიძლება ,,ქართული ოცნება“  2016 წელს ,,ნაციონალებს“  გადაჰყვეს!“


იგი მოუწოდებს ყველა ჯანსაღ ძალას შემოუერთდეს ამ მოძრაობას, რომლის მიზანი ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მიღწევაა.


მე ერთხელ ვუთხარი ივანიშვილს - პოლიტიკა არაა ჩემი საქმე, მე დაგიდგებით გვერდით, მაგრამ ისევ ხალხთან დავბრუნდები-მეთქი. სკამს რომ გაინაღდებ  და მერე ხალხს არ მოუსმენ, რა საქციელია?!

საზოგადოება  თუ ამას მოითმენს,  გაცილებით მახინჯ  მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტს მივიღებთ. ვის რაში სჭირდება  ძალაგამოცლილი პრეზიდენტი, რომელიც უპირსპირდება იმას, ვინც ხალხს აარჩევინა? თორემ მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ის პრეზიდენტი არ იყო. მე ის აპოლიტიკურობის გამო ავირჩიე, მაგრამ შეცდომა უნდა გამოსწორდეს. პარლამენტს კი ხალხისთვის სასარგებლო კანონი ჯერ არ მიუღია!“ - აცხადებს შათირიშვილი.

                                               ია ჯღარკავა

23-09-2014, 15:32
უკან დაბრუნება