დღეს საქართველოში დიპლომატების დღე აღინიშნება. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ეს დღე საზეიმო მიღებით აღნიშნა. საღამოზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური სამსახურის ყველა წარმომადგენელი იყო მიწვეული.
`ამ დღეს, ტრადიციულად, საგარეო საქმეთა მინისტრი სამინისტროს შემადგენლობას და საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს ეპატიჟება. გარდა ამისა, მე დღეს მოვიწვიე საქართველოს მთავრობა~, _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.