ივერიონი / უჩა ნანუაშვილი: საჭიროა სისტემური ცვლილებების გატარება და პატიმრის უფლებების დაცვა!

უჩა ნანუაშვილი: საჭიროა სისტემური ცვლილებების გატარება და პატიმრის უფლებების დაცვა!

  უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის ფოტოგადაღების დაშვებას ითხოვს.

 

  "საჭიროა სისტემური ცვლილებების გატარება და თითოეული პატიმრის უფლებების დაცვა. თუნდაც ფარტენაძის საქმე, რომელიც ბოლომდე არ არის გამოძიებული და სადაც არის კითხვის ნიშნები აღნიშნულ საქმეში გარკვეული პირების მონაწილეობაზე, უნდა იქნას ბოლომდე გამოძიებული. ასევე მნიშვნელოვანია ფოტოგადაღების უფლების მინიჭება სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის, რაც აპარატის თანამშრომელს საშუალებას მისცემს, დააფიქსიროს პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებები, მისი არსებობის შემთხვევაში. ამისთვის აუცილებელია კანონში ცვლილებების შეტანა. მხოლოდ გამოძიება არ არის პანაცეა, ფოტოგადაღების უფლების მოპოვება გვინდა",- განაცხადა ნანუაშვილმა გადაცემაში "არჩევანი".

24-09-2014, 10:24
უკან დაბრუნება