"რუსთავი 2"-ის ეთერში, გიორგი გაბუნიას გადაცემაში ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძეს განცხადებებს უპასუხა.
არჩილ თალაკვაძე აცხადებდა, რომ ის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს, თითქოს ექსკლუზიურად აქვს მოპოვებული, სინამდვილეში ძველი ვიდეოჩანაწერების გაყალბებული ვერსიაა, რომლებზეც სპეეფექტებით ხმებია გადადებული.
"რა არის ბატონო არჩილ გაყალბებული? მაქვს ცნობა გატარებული ოპერატიული მუშაობის შესახებ. თქვენ ამბობთ, რომ ეს ადამიანები არიან დაჭერილები. მე ვითხოვ გვითხრათ სახელები და გვარები, რომელი ადამიანები არიან დაკავებულები.
მე პროკურატურას გადავცემ ამ ცნობებს და აუდიომასალებს. მაშინ, როდესაც ეს აუდიოჩანაწერები იყო გაკეთებული, მაშინ იყო სოზარ სუბარი მინისტრი და მაშინ, როდესაც უჩა ნანუაშვილი საუბრობდა "მაყურებლებზე", სუბარი აცხადებდა, რომ ნანუაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ და მსგავსი პრობლემა არ არსებობს ციხეში." - განაცხადა ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ.