სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე შპს "ჯუდეს" აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. გეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა შემდეგი კრიტიკული შეუსაბამობები: დეზინფიცირების საშუალებების არქონა, კოროზირებული ხორცსაკეპი მანქანა და ხორცის საკიდი კაუჭები, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების - ფორმა N2-ის გარეშე, რაც აგრარული ბაზრის ხორცის სექციისთვის საწარმოო პროცესის შეჩერებისა და ბიზნესოპერატორის დაჯარიმების საფუძველი გახდა.
შპს "ჯუდეს" კუთვნილი აგრარული ბაზრის ხორცის სექცია ფუნქციონირების განახლებას მხოლოდ გენერალური რეცხვა-დეზინფიცირებისა და შესაბამისი აქტის გაფორმების შემდეგ შეძლებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე ი.მ "ჯანი ჯარიაშნელის" საშაურმეს, რომელსაც არ ჰქონდა წყალმომარაგება და სადეზინფექციო საშუალებები. ბიზნესოპერატორი მუშაობას განაახლებს მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ.