პოლონეთში პოლიციამ 41 წლის ქალი დააკავა. მას ბრალი ედება 5 შვილის მკვლელობაში. პოლიციამ საცხოვრებელი სახლის ეზოში 4 ცხედარი აღმოაჩინა. გამოძიება დარწმუნებულია, რომ მე-5 შვილიც მოკლულია.
გამოძების ინფორმაციით, 1998 წლიდან 2012 წლამდე დაკავებულს 8 შვილი ჰყავს გაჩენილი. მათგან მხოლოდ 2 ბავშვია ცოცხალი და ისინიც სხვა ოჯახში იზრდებიან.