ივერიონი / პაატრა დავითაია: "აფხაზთა კრებას" მეც ვუერთდები!

პაატრა დავითაია: "აფხაზთა კრებას" მეც ვუერთდები!

  "ევროპელი დემოკრატების" ლიდერის პაატა დავითაიას განცხადებით, მისი პოლიტიკური გაერთიანება კრებას უერთდება.

 

  "27 სექტემბერს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, როგორც ყოველთვის, მივა გმირთა მოედანზე. შემდეგ კი ჭადრაკის სასახლეში აფხაზთა კრება გაიმართება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "დაბრუნება" ატარებს. სხდომაზე განიხილება საკითხები, რომელიც ყველასთვის, კერძოდ ჩვენი პარტიისათვის, მტკივნეულია - საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციური მოედანი დატოვა და რეალურად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეცვლა არჩევითობის პრინციპით არ ხდება. აქედან გამომდინარე, ყრილობა განიხილავს ამ საკითხს. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება უერთდება და აუცილებლად დაესწრება აფხაზთა კრებას, სადაც წარვადგენთ ჩვენს ხედვას ამ მიმართულებით, კერძოდ, ინიციატივებს იმის შესახებ, თუ რა არის აუცილებლად გასაკეთებელი იმისათვის, რომ აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები მოგვარდეს",- განაცხადა დავითაიამ.

 

24-09-2014, 17:47
უკან დაბრუნება