"ეროვნულების" ხელმძღვანელი სანდრო ბრეგაძე "თავისუფალ ზონას" ფაშისტურ სტრუქტურას უწოდებს და აცხადებს, რომ არეულობის მოწყობა თბილისში, პეკინის ქუჩაზე, სწორედ, "თვისუფალი ზონის" ოფისში იგეგმება.
"თავისუფალი ზონა" არანაირი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის. ეს არის ფაშისტური სტრუქტურა, რომელიც გახსნილია პეკინის ქუჩაზე, სადაც ნიკანდრო მელიას საარჩევნო შტაბი იყო. აქ არის თავმოყრილი სააკაშვილის ყველა "ზონდერბრიგადა", რომლებიც ელოდებიან თითის დაქნევას. სწორედ აქ, თბილისის შუაგულში, პეკინის ქუჩაზე მზადდება არეულობების მოწყობის გეგმა. რაც შეეხება ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას, ამისი საშიშროება არსებობს და მანამდე იარსებებს, სანამ "ნაციონალები" ამ ფორმით აგრძელებენ პროვოკაციების მოწყობას და ექსტრემისტულ გამოხტომებს. დღეს ხშირად ამბობენ, რომ "ნაციონალებს" ქვეყანაში არ აქვთ მხარდაჭერა და ვერაფერს მოახერხებენ. სწორედ ასეთივე მცირე მხარდაჭერა ჰქონდა ერთუჯრედიან კიტოვანს, მაგრამ რა შედეგებიც მივიღეთ, კარგად ვნახეთ,"- აცხადებს "ალიასთან" ინტერვიუში სანდრო ბრეგაძე.