ივერიონი / ლაშა ტუღუში: ჩვენ ევროპული მოდელი უნდა დავნერგოთ!

ლაშა ტუღუში: ჩვენ ევროპული მოდელი უნდა დავნერგოთ!

   უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით დასკვნითი შეხვედრა იმართება დღეს პარლამენტში. საქართველოში მყოფი უცხოელი ექსპერტები ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფს -  დეპუტატებს, არასამთავრობოებს, კანონპროექტის ავტორებსა და სახალხო დამცველს შეხვდებიან.

   ევროპელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მოსმენების ე.წ გასაღები ელექტორნული კომუნიკაციების კომპანიას უნდა ჰქონდეს. ანალოგიურად ფიქრობს სამოქალაქო სექტორიც და იმედოვნებს, რომ კანონში ცვლილების შეტანა 1 ნოემბრამდე მოხდება.

   "მე ფიქრობ, რომ მოსმენების გასაღები უნდა იყოს ოპერატორებთან, ჩვენ შეტანილი გვაქვს კანონპროექტი, ამ პოზიციას ვიზიარებთ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ევროპული მოდელი უნდა დავნერგოთ",- განაცხადა გაზეთ "რეზონანსის" მთავრმა რედაქტორმა, საქართველოს პრესის ასოციაციის დირექტორმა ლაშა ტუღუშმა.

  "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საპარლამენტო მდივნის, კანონპრექტის ავტორის ლიკა საჯაიას განცხადებით, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით 3 ვარიანტი იხილება.
 
  "იხილება 3 ვარიანტი, ანუ ე.წ გასაღები, ერთ შემთხვევაში აქვს კომუნკაციების კომპანიას, მეორე შემთხვევაში აქვს დამოუკიდებელ სტრუქტურას და მესამე შემთხვევაში აქვს სამართალდამცავ უწყებას.

  ეს გასაღები უნდა იყოს ელექტორნული კომუნიკაციების კომპანიის ხელში, ვინაიდან ეს არის მიღებული ევროპული ყველაზე საუკეთესო პრაქტიკა და არის ევროპული სტანდარტი",- განაცხადა საჯაიამ.

25-09-2014, 12:48
უკან დაბრუნება