"მურმან დუმბაძეს უმრავლესობის დატოვებასთან ერთად, ვიცესპიკერის პოზიციაც უნდა დაეტოვებინა" - განცხადება ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტიც ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ "კვირას" პრესკლუბში გააკეთა.
ძიძიგური მურმან დუმბაძის მიერ მესამე პოლიტიკური ძალის შესაძლო შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს უბრალოდ ყურადღების მისაქცევად გაკეთებული ხმაურიანი განცხადებაა.
"ბატონი მურმან დუმბაძე ოპოზიციაში გადავიდა. ეს კი დუმბაძის მხრიდან რაღაც ტიპის თემებზე გააქტიურებას ნიშნავს. ვფიქრობ, რომ ასევე მხოლოდ ხმაურიანი განცხადებაა მისი მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია მესამე პოლიტიკური ძალის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებვით. ალბათ, ასეთი ხმაურიანი განცხადება ყურადღების მისაქცევად სჭირდება" - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა
პარლამენტის ვიცესპიკერმა უმრავლესობიდან ოპოზიციაში გადასული სხვა პოლიტიკოსებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ამით პოლიტიკურ სივრცეში არაფერი შეცვლილა.
"უმრავლესობიდან გავიდა კობა დავითაშვილი, გია გაჩეჩილაძე, ახლა მურან დუმბაძე და ამით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. სწორი იქნებოდა, ბატონ მურმანს ვიცესპიკერის პოზიციაც დაეტოვებინა, მაგრამ, ის ამას არ აპირებს. პარლამენტში ვიცესპიკერებისათვის ოპოზიციას 1 კვოტა გააჩნია და გიორგი ბარამიძეს უკავია"-აცხადებსზვიად ძიძიგური.