"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორობის კანდიდატი შესაძლოა საზოგადოებისთვის მომდევნო კვირას გახდეს ცნობილი.
ამის შესახებ ირაკლი კოვზანაძემ ეკონომიკის სამინისტროში მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და რკინიგზელების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ახალი ხელმძღვანელის ერთ-ერთი პირველი ფუნქცია და მოვალეობა იქნება, რომ რკინიგზელებს გულდასმით მოუსმინოს და მათი პრობლემები გაითვალისწინოს. ასევე მარტივად გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც ჩვეულებრივ რკინიგზელს აწუხებს", - აღნიშნა კოვზანაძემ.
მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდი და ეკონომიკის სამინისტრო გააკონტოლებენ, რომ რკინიგზელების მიერ დასახელებული პრობლემები უახლოეს მომავალში გადაიჭრას.
"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.