ივერიონი / ნინო გიორგობიანი: ლუტიძე კი კანონიერი ქურდი არ არის!

ნინო გიორგობიანი: ლუტიძე კი კანონიერი ქურდი არ არის!

   "კრიმინალური ავტორიტეტების" შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი  ნინო გიორგობიანი "ფეისბუქში" ეხმაურება.

 

  გიორგობიანი აღნიშნავს, რომ კანონიერი ქურდების ქვეყანაში  შემოსვლის შესახებ მორიგი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

  შეგახსენებთ,  დღეს "ნაციონალურმა  მოძრაობამ" ხელისუფლება  კვლავ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

  პარტიის სახელით განცხადება დღეს გივი თარგამაძემ გააკეთა. თარგამაძის თქმით, კრიმინალური ავტორიტეტი ლექსო ზურაბის-ძე ლოგუა 2014 წლის 12 ივნისს მინსკში დააკავეს და საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მტკიცებით, დეპორტაციის შემდეგ ლექსო ლოგუა, აგვისტოს თვეში საქართველოს საპატიმროს ნაცვლად თურქეთში გამართულ კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებაზე აღმოჩნდა.
 

  "მორიგი ტყუილი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება კანონიერი ქურდების ქვეყანაში თითქოსდა შემოსვლის შესახებ. ლექსო ლოგუა საქართველოში არ იმყოფება და ქვეყნის ტერიტორიაზე არც შემოსულა. რაც შეეხება ავთანდილ ლუტიძეს, ის კანონიერი ქურდი არ არის, ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც შემოვიდა საქართველოში საკუთარი სახელითა და გვარით და ასევე დატოვა ქვეყნის ფარგლები." წერს გიორგობიანი. 

26-09-2014, 15:00
უკან დაბრუნება