1992 წელი. შამილ ბასაევმა რუსული სამხედრო დაზვერვის მაიორის ჩინში მიიღო შეიარაღება რუსებისგან და ჩეჩნური ბატალიონით შემოიჭრა გაგრაში სადაც "შავნაბადას" ბატალიონის დესანტი დახვდა, ბრძოლის შემდეგ ბასაევის ბატალიონი განადგურდა, ხოლო ჩეჩნური დროშა დღესაც ამშვენებს "შავნაბადას" ბატალიონის კედელს, პირველი შეტევის შემდეგ ბასაევი რუსებმა შეაიარაღეს ისევ და უკვე ყაბარდოელების ბატალიონით შემოაგდეს ისევ გაგრის მიმართულებაზე, მოულოდნელი შემოტევის შედეგად ჩვენი დასუსტებული თავდაცვითი ზღუდის გარღვევა მოხდა და დაუცველი გაგრის ქართული მოსახლეობა პირწმინდად იქნა გაჟლეტილი ჩეჩნურ-ყაბარდოული ურდოების მიერ.