ჩემო აფხაზეთო, როგორ მენატრები,
შენი დავიწყება განა შემიძლია?!.
სულ შენზე ვილოცებ, სანამ ცოცხალი ვარ
სანამ ფეხზე ვდგევარ და სული მიდგია.
თუნდაც ერთხელ მაინც ფეხი დავაბიჯო
შენს მიწას, შენს ზღვაზე ფეხებს დავისველებ,
მერე არ ვინანებ, თუნდაც იქვე მოვკვდე
და წავალ იმ ქვეყნად, მშვიდად განვისვენებ!