ივერიონი / სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს..

სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს..

   ჟიული შარტავა  დაიბადა სენაკში 1944 წლის 7 მარტს პედაგოგების კალისტრატე და ნინო (ფენია) შარტავების ოჯახში. 

  ოქროს მედალზე დაამთავრა სენაკის #2 საშუალო სკოლა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. სკოლაში სწავლის პერიოდში სხვადასხვა სახის კონფერენციებში გამარჯვების 14 პირველი ხარისხის დიპლომი ჰქონდა.

   დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ინჟინრად; შემდეგ იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე თბილისსა და რუსთავში. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წ. არჩეული იყო დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად.

   აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ.

   სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა.    დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.

 

 

27-09-2014, 00:12
უკან დაბრუნება