"საქართველოს ევროპელმა დემოკრატებმა" სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
"27 სექტემბერი ის დღეა, როდესაც ქართველებმა სოხუმი დატოვეს, მას შემდეგ უკვე 21 წელი გავიდა და ჩვენ ტრადიციულად ყოველ 27 სექტემბერს აქ მოსვლით ვიხსენებთ დაღუპულ მებრძოლთა გმირობას და მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგს, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან დაღუპულია ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქეა. ჩვენ უსამძიმრებთ მათ ოჯახებს და ვითხოვთ მეტი ყურადგების გამოჩენას დაღუფულების ოჯახის წევრების მიმართ. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველო ახლო მომავალში გამთლიანდება და ეს დღე იქნება ქართველი ერის ამაღლების დღესასწაული", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ.