თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დღეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ალიბეგაშვილის თქმით, ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნა იქნება უკვდავყოფილი.
"მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ჯვართამაღლების დღესასწაული. დღეს მოვედით აქ რათა მოვალეობა მოვიხადოთ ჩვენი დაცემული გმირების წინაშე.
შევახსენოთ ყველას ჩვენი გმირების ხსოვნა იქნება უკვდავყოფილი და სიძულვილის ენით საუბარი არ შეიძლება. ყველაფერი გაკეთდება საკრებულოს მხრიდან იმისათვის რომ ჩვენი ქართველების გმირობა იყოს უკვდაყოფილი და მათ ოჯახებს სათანადო პატივი მოვაგოთ", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.