დავით უსუფაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ღირსეულად წარმოაჩინა. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
"პრემიერ-მინისტრმა ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო თავისი ისტორიით, დღევანდელობით და მომავლით. გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ იმ წარმატებების შესახებ, რასაც ქვეყანამ მიაღწია და იმ პრობლემების შესახებაც, რომლის წინაშეც საქრათველო დგას. ასე რომ, პრემიერ-მინისტრიც, პარლამენტიც, მთავრობაც, პრეზიდენტიც, ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოებიც ყველანი ვართ ქვეყნის სამსახურში და ეს კიდევ ერთხელ ითქვა გაერო-ს ტრიბუნიდან", -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.