"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე საქართველოს პრემიემინისტრის სიტყვით გამოსვლას აფასებს:
"როგორც ყოველთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ბუნებრივია ვერ ბედავს ხმამაღლა განაცხადოს იმის თაობაზე, თუ რას სჩადის რუსეთი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში და განსაკუთრებით უკრაინაში", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.