ივერიონი / სოსო მანჯავიძე:-"ეს თამაში სასწრაფოდ დასამთავრებელია,სანამ გვიან არ არის."

სოსო მანჯავიძე:-"ეს თამაში სასწრაფოდ დასამთავრებელია,სანამ გვიან არ არის."

   თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მთავრობის ხალხთან დაცილების პროცესზე ამახვილებს ყურადღებას და წერს:

   -"როგორი ძნელი ასატანი და უაზრო არ უნდა იყოს ზოგჯერ '' ქართული ოცნების" ხელისუფლების შეცდომები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისი დემონიზაცია ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით,რასაც უმართავი პროცესები მოყვება დამღუპველი შედეგებით.,

   სწორედ ამ მიზნის მიღწევას ცდილობს ცნობილი გავლენების მორჩილი მედია და არასამთავრობოთა ქსელი.

   გამოყენებული საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს,რომ ჩართულია მთავრობის დისკრედიტაციის პროგრამა,რომლის შემდეგი ეტაპი,დემონიზაცია,გამოსვლები და პოლიტიკური კრიზისი უნდა გახდეს.

   "დემონიზაცია" დისკრედიტაციის კამპანიის საბოლოო ეტაპია,ამ დროს საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი,რომ ხელისუფლების არათუ მხარდაჭერა,არამედ მასზე რამეს კარგის თქმა,ან ცუდის ართქმაც კი,,ქვეყნის ღალატად ითვლება.

   ასეთი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ძალიან ბევრი მთავრობა იქნა ჩამოშორებული ხელისუფლებას,ეს ძალიან ეფექტური იარაღია ძალის ცენტრებისათვის მესამე ქვეყნების სამართავად.

   სხვათა შორის, ამ საფრთხის შესახებ არაერთხელ მითქვამს საჯაროდ და პირადადაც ვისაც ეს ეხება,ჯერ კიდევ,მაშინ როცა,მაგალითად,არასერიოზული ეგონათ კონსტიტუციაში ჩადებული ნაღმების ამოქმედება და სახელისუფლო შტოებს შორის მოსალოდნელი დაპირისპირება.

   მრჩება შთაბეჭდილება, რომ ''ოცნების " ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს პრობლემის სირთულეს.

   არადა, ეს საფრთხე, მარტო ხელისუფლებას კი არა, მთელ ქვეყანას ეხება.

   ვინც რეაქციას უყურა, ალბათ ნათლად დაინახა, რომ სწორედ ასეთი ინსტრუქტაჟით იყვნენ მივლენილი იქ ეს უსინდისო, სულგაყიდული ადამიანები.

   ხოლო ოცნების ხელმძღვანელობა ვერასოდეს მოიხსნის პასუხისმგებლობას ნაც-მოძრაობის, როგორც პოლიტიკური ძალის, შენარჩუნებისათვის..

   p.s.

 

   ნიუ-იორკში გამართული აქციაზე ზუსტად იმას ლაპარაკობენ,რასაც რეაქციაში ვუსმინეთ გუშინ.ერთი ხელწერა,ერთი მესიჯ-ბოქსი,ერთნაირი გამომეტყველება, აგრესია, სიძულვილი.

   ეს თამაში სასწრაფოდ დასამთავრებელია,სანამ გვიან არ არის."

 

27-09-2014, 22:40
უკან დაბრუნება