ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას მიესალმება ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე. მისი განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების მომხრე ის მუდამ იყო.
"მე ყოველთვის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების მომხრე ვიყავი, ეს მძიმე ტვირთად აწევს ქვეყნის ეკონიმიკას", - აცხადებს კახა ბენდუქიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინსიტრი ბიძინა ივანიშვილი ადმინსიტრაციული მთავრობის ხარჯების შემცირების ინიციატივით გამოვიდა.