საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი ორი დღის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება და სესიაშიც მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება პირისპირ შეხვედრა თურქეთის პირველ პირებთან. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განხილვის მთავარი თემა რეგიონული თანამშრომლობისათვის ახალი რესურსების მოძიებაა. მსჯელობის ერთ-ერთი ტემა იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებიც.
"მე არა მგონია დღეს ქვეყნის ლიდერები ან გამოჩენილი პოლიტიკოსები, ან საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები შეხვდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებით რეგიონის ერთ-ერთ ცენტრში სტამბულში და არ ისარგებლონ შემთხვევით და არ ისაუბრონ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, როგორიცაა სირიაში განვითარებული მოვლენები, რუსეთ-უკარინის მოვლენები და ა.შ. ის რთული პროცესები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს დრესდღეობით.
აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იღებს იმ პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რომელიც უკანასკნელ წლებში განვითარდა რეგიონში." - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულფულებიანმა ელჩმა თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ირაკლი კოპლატაძემ.