ივერიონი / თბილისის მერია: არ გამოირიცხება თვითმკვლელობის ვერსია!

თბილისის მერია: არ გამოირიცხება თვითმკვლელობის ვერსია!

   მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანი - 2"-ში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 "მეტროსადგურში "ვაგზლის მოედანი - 2", მამაკაცის გარდაცვალებით გამოწვეული საგამოძიებო მოქმედებების გამო, საბურთალოს ხაზი დროებით შეჩერებულია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, რის შემდეგაც დადგინდება მისი გარდაცვალების მიზეზი. ამ ეტაპზე არ გამოირიცხება თვითმკვლელობის ვერსია. საბურთალოს ხაზის ფუნქციონირება საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე აღდგება. აქვე, ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას გადაადგილების მხრივ შექმნილი პრობლემის გამო." - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

   შეგახსენებთ, რომ  "ვაგზლის მოედანი - 2"-ზე ახალგაზრდა მამაკაცი მეტროს მატარებელმა გაიტანა.

28-09-2014, 18:12
უკან დაბრუნება