საქართველოს მთავრობას ეშინია ჩემი ჩამოსვლის და სწორედ ამიტომ აღძრა საქმე ჩემ წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი-2-ის ეთერში, გადაცემა ,,P.შ''-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დაიჭერენ და ამიტომ არ აპირებს ჩამოსვლას.
,,რა თქმა უნდა, დამიჭერენ, მარა არა, გმადლობთ, რა! ამბობენ, რომ სააკაშვილს ეშინია ჩამოსვლისო, მაგრამ სააკაშვილს კი არა, საქართველოს მთავრობას ეშინია ჩემი ჩამოსვლის და ამიტომ აძღა საქმე'', - ამბობს ექსპრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების საკითხსაც შეეხო.
,,მე რატომ უნდა ჩამომართვან თანხა?! მე რომელმაც, საქართველოს ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდე, ქვეყანა ამოვიყვანე ჭაობიდან. საქართველოს მთავრობა კი, თავის დანამატებინად ალბათ, დაახლოებით 8 ათას ლარს მიხდიდა თვეში'', - აცხადებს სააკაშვილი. კითხვაზე იმუშავებდა თუ არა ის საქართველოს მთავრობის დღევანდელი შემადგენლობიდან ვინმესთან ან მოსწონს თუ არა, რომელიმე მინისტრის მუშაობა, სააკაშვილი უაყოფითად პასუხობს. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა სახის სამუშაო გაჩერებულია. ,,ყველას ვისაც გინდათ ჰკითხოთ, 10-დან 9 გიპასუხებთ, რომ 2012 წლის საქართველოში იყო ბევრად უკეთესი, ვიდრე 2013 წლის. ველოსიპედივით არის ქვეყანა. პედლებს აკრეფ და რაღაც პერიოდი თავისით მიდის, მარა შემდეგ პედლებს, რომ აღარ ატრიალებ, ჩერდება'', - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.