ივერიონი / საბოტაჟი ზაზა ხატიაშვილის წინააღმდეგ თუ პროფესიისადმი უპატივცემულობა?!

საბოტაჟი ზაზა ხატიაშვილის წინააღმდეგ თუ პროფესიისადმი უპატივცემულობა?!

რამდენადაც ცნობილია, გუშინ საქართველოს ადვიკატთა ასოციაციის კრება კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ბევრი ამას ზაზა ხატიაშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას უკავშირებს და საბოტაჟის ნიშნებსაც ხედავს. მაინც რა მოხდა სინამდვილეში?


სამწუხაროდ, ზაზა ხატიაშვილს ტელეფონი გამორთული აქვს და არც სამსახურში გამოცხადებულა.


როგორც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა ნებიერიძემ საინფორმაციო სააგენტო ,,ივერიონს“ განუცხადა,  „ადვოკატთა შესახებ კანონის“ შესაბამისად, კრება რომ შედგეს (რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბება),  800 წევრი უნდა ესწრებოდეს. მისი თქმით კრება ჩაიშალა, რომლის მიზეზი ან უამინდობა,  ან კრების წევრების საპატიო გამოუცხადებლობა იყო.


ჩვენს კითხვაზე, გამორიცხავთ თუ არა მიზანმიმართულ საბოტაჟსა და ავანტურას ბატონი ზაზა ხატიაშვილის წინააღმდეგ, ინგა ნებიერიძე გვპასუხობს:


- ჩემი აზრით, ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებაა შესატანი, რადგან კრებაზე 800 წევრის აუცილებელი დასწრება კვორუმის შესადგენად შეუსაბამოა.


აგრეთვე მიმაჩნია, რომ გუშინდელ შეკრებაზე დასწრება იყო საკმაოდ მაღალი, წინა მოწვევის კრებებზე ასეთი აქტივობა არც ყოფილა, მაგრამ კვორუმი მაინც შედგა. მიუხედავად ამისა, მომდევნო კრების გამართვა მაინც 2 კვირაში, 12 ოქტომბერს, გადაწყდა.

 

29-09-2014, 11:23
უკან დაბრუნება