"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანისა და ავტოფარეხის ულტრაიისფერი სხივებით დათალიერებისას გამოკვეთილი გარემოებები ალტერნატიულ გამოძიებას საეჭვოდ ეჩვენა. ექსპერტების ინფორმაციით, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა ავტოფარეხის იმ ადგილას, სადაც კიწმარიშვილის ავტომობილი იდგა, მაშინ, როცა მანქანის წინა ორივე ფანჯარა დაშვებული იყო.
საკითხი შესწავლის პროცესშია, დღეს კი კიმწარიშვილის ძმა ზურაბ კიმწარიშვილი პროკურატურას შუამდგომლობით მიმართავს, რათა მთავარმა საგამოძიებო ორგანომ გამოძიების დეტალებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ოჯახი დაზარალებულად სცნოს.
"ამის შემდგომ უკვე ჩვენ გვექნება უფრო მეტი საშუალება, რომ ჩამოვაყალიბოთ გარკვეული პოზიცია, ახლანდელ ვითარებაში და თუ საჭიროდ ჩავთვლით, რომ ვთქვათ, გამოძებას ვთხოვოთ გარკვეული მიმართულებით მეტი აქტიურობა ან რაღაცა ვიფიქროთ კიდევ სხვა დამატებით კვლევა-ძიებებზე, ამას ჩვენ მოვიფიქრებთ და გადავწყვეტთ",-განაცხადა კიწმარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან, საკუთარ ავტომაქანაში გარდაცვლილი 15 ივლისს იპოვეს. პროკურატურამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო