კახეთში რთველის შედეგად უკვე 104 ათასი ტონა ყურძენია რეალიზებული. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ რთველი წარმატებულად მიმდინარეობს და უკვე რეალიზებულია დაახლოებით 148 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი.
"ეს არის ნამდვილად სასიამოვნო ინფორმაცია და მინდა, მოსახლეობას ვაცნობო ამის თაობაზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.