ვახო სანაია ტელეკომპანია ,,მაესტროდან“ წამოვიდა. ის არც საინფორმაციო გამოშვება ,,ცხრიანს“ წაიყვანს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მისი გადაწყვეტილება ბაია გადაბაძესთან კონფლიქტს უკავშირდება, რომელმაც მას მნიშვნელოვანი თემების საქვეყნოდ გაშუქების უფლება არ მისცა.
სანაია ჯერ-ჯერობით ყოველგვარ დაპირისპირებასა და აკრძალვაზე საუბარს თავს არიდებს. ის მადლობას უხდის ,,მაესტროს“ გუნდს თანამშრომლობისთვის და წარმატებას უსურვებს მას, მათ შორის ბაია გადაბაძესაც.