ზაქარია ქუცნაშვილის თქმით "რუსთავი 2"-ის ეთერში მიზანმიმართულად შუქდება, რომ კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა.
"თქვენ აკეთებთ იმას, რომ ბოლო 6 თვეა თქვენი ეთერიდან ისმის გაუარესება, დაგვისაბუთეთ, გამოიყენეთ შედარების მეთოდი, დაკვირვების მეთოდი და დაგვისაბუთეთ, თქვენ აკეთებთ იმის ტირაჟირებას რასაც ვერ ასაბუთებთ",- განაცხადა ქუცნაშვილმა "რუსთავი 2"-ს გადაცემა "არჩევანში".