ივერიონი / ნინო გიორგობიანი: სამართალდამცველებს ელექტროშოკი არ გამოუყენებიათ!

ნინო გიორგობიანი: სამართალდამცველებს ელექტროშოკი არ გამოუყენებიათ!

  შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ სამართალდამცველებმა ფარნაოზ ჭკადუას დაკავებისას ელექტროშოკი გამოიყენეს. აღნიშნულ განცხადებას გიორგობიანი  facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს.


  "ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციამ ფარნაოზ ჭკადუას დაკავებისას ელექტროშოკი გამოიყენა. სამართალდამცველებს "თავისუფალი ზონის" ოფისთან ელექტროშოკი არ გამოუყენებიათ, თუმცა მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. რაც შეეხება ფარნაოზ ჭკადუას, ის ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს".

   "თავისუფალმა ზონამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პოლიციამ  ოფისის დერეფნიდან ფარნაოზ ჭკადუა ელექტროშოკით გაიყვანა."

1-10-2014, 10:37
უკან დაბრუნება