პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
"შემატყობინეს, რომ სასტიკად ნაცემია "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია, ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელიც წლების განმავლობაში შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე იხდიდა სასჯელს და რომელსაც ამ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრის სტატუსიც კი არ აღირსა! ბრავო, ეკა ბესელია! ამ დროისთვის ზაზა დავითაია ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება!
მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ამ ბარბაროსული აქტის ორგანიზატორი, "თავისუფალი ზონა" თუ ნებისმიერი სხვა, მე შევახსენებ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ასეთი ფიზიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობის თაობაზე ზაზა დავითაიამ არა ერთხელ გააკეთა განცხადება! არავინ დაინტერესებულა! ისევე როგორც არავის აინტერესებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც სააკაშვილის დროს უსამართლოდ, აბსურდული ბრალდებებით ჩასვეს ციხეში და წლების მერე გამოუშვეს, უბრალოდ გამოუშვეს, მეტი არაფერი! ხოლო ის ცრუ მოწმეები, რომელთა დახმარებითაც ეს ადამიანები ციხეში გამოკეტა ყოფილმა ხელისუფლებამ, დღეს შესანიშნავად გრძნობენ თავს "ექსპერტი" მაია ნიკოლეიშვილის და სხვათა ჩათვლით!
გონს მოდით, ქოცებო! ვინც კი ჩამშვები, ცილისმწამებელი და გამყიდველია, ყველა გვერდით რომ დაიყენეთ, არ გეშინიათ?! შიშზე გელაპარაკებით, თორემ სირცხვილზე თქვენთან საუბრით დროს ნამდვილად არ დავკარგავ! არ იცით, რომ ბოზი ყველგან ბოზია და არა აქვს მნიშვნელობა, ვისკენ არის?! არ იცით, რომ თქვენს მიერ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის შეუსრულებლობა არა ნაკლებ მოგეკითხებათ, ვიდრე მათ, ვინც ეს უსამართლობა ჩაიდინა?!
თუ არ იცით, ძალიან მალე გაგაგებინებენ! თან იცით, ვინ? ვისაც დღეს გულში იხუტებთ! სხვისი არ ვიცი და მე პირადად და ბევრი ჩემნაირი თქვენს საშველად თითის გამნძრევიც არ ვარ!" - წერს სარიშვილი.