ივერიონი / ირაკლი სესიაშვილი: ორ ოქტომბერს ხალხი მიხვდა, რომ ქვეყანაში ადამიანებს არ კლავდნენ!

ირაკლი სესიაშვილი: ორ ოქტომბერს ხალხი მიხვდა, რომ ქვეყანაში ადამიანებს არ კლავდნენ!

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ორწლიან პერიოდს აფასებენ. თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მთავარი მიღწევა მედიის თავისუფლებაა, თუმცა კორძაია აქვე განმარტავს, რომ საზოგადოება მხოლოდ ამით ვერ გამოხატავს კმაყოფილებას, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობა და სოციალური პრობლემებია.

  ანალოგიურ პოზიციას აფიქსირებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. სესიაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ქვეყანა სწორ და დემოკრატიულ რელსებზე დგას.

  "ორ ოქტომბერს მედია თავისუფალი იყო. ბიზნესი გათავისუფლდა წნეხისგან. ორ ოქტომბერს ხალხი მიხვდა, რომ ადამიანებს არ კლავდნენ და არ გაიტაცებდნენ. ჩვენმა ხელისუფლებამ სერიოზული  ინვესტიციები ჩადო სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, ჯანდაცვაში და ეს ყველაფერი სერიოზულ შედეგებს გამოიღებს უახლოეს მომავალში," - აღნიშნავს სესიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წელი გავიდა.

1-10-2014, 13:04
უკან დაბრუნება