ივერიონი / ზვიად ძიძიგური: "ნაციონალები" ვერ ეგუებიან იმ მდგომარეობას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა ჩააგდო!

ზვიად ძიძიგური: "ნაციონალები" ვერ ეგუებიან იმ მდგომარეობას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა ჩააგდო!

   პარლამენტის ვიცესპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მისი პოლიტიკური ოპონენტები თავიანთი გამოსვლების დროს ბიძინა ივანიშვილს თავს იმიტომ ესხმიან, რომ ვერ ივიწყებენ იმ მდგომარეობას, რომელშიც ივანიშვილის მიზეზით იმყოფებიან. ეს განცხადება ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური განცხადებების ბლოკში გააკეთა.

  ძიძიგურმა ორი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

   "4 მილიონ 300  000 მოქალაქეა დაზღვეული. ეს დაზღვევა მსოფლიოს 33 სახელმწიფოს აქვს. ჩვენი რეგულაციების წყალობით, 95%-ით შემცირდა იაფფასიანი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც მზარდი იყო, შეჩერებულია და ბოლო 25 წლის განმავლობაში გვაქვს პირველად კლება. პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა, საოკუპაციო ხაზთან სოფელ რუხში მულტიფუნქციური სამედიცინო ცენტრი შენდება. ყოველ მესამე და მომდევნო შვილზე მთაში 200 ლარიანი და ბარში 150 ლარიანი შემწეობაა. მინიმალური პენსია გახდა 150 ლარი და გაიზარდა სოციალური შემწეობა," - განაცხადა ძიძიგურმა.

  ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მის მიერ ჩამოთვლილი მიღწევები არასრულია. დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ სოციალური სფერო არ არის ერთადერთი, სადაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მუშაობას შედეგები აქვს.

1-10-2014, 14:05
უკან დაბრუნება