საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე დახმარებას ითხოვს. როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საყვარელიძემ განაცხადა, ხელისუფლება ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების განვითარებით არის დაკავებული. აღნიშნულის მაგალითად საყვარელიძემ გუშინ, "თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარი დაასახელა.
დეპუტატის ინფორმაციით, ხელისუფლება ხვალ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე თავდასხმას გეგმავს. დეპუტატი მმართველ გუნდს აღნიშნული ქმედებებისგან თავის შეკავებას ურჩევს.