ქსნის ციხეში გვიან ღამით რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ციხის გარეთ შეკრებილმა პატიმართა ახლობლებმა დაწესებულების შიგნით შესვლა გადაწყვიტეს, დაცვამ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რასაც დაპირისპირება მოყვა.
ინციდენტის დროს დაშავდა დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი. მოგვიანებით ერთმანეთს პატიმართა მშობლებიც დაუპირისპირდნენ.
საპატიმროში იმყოფებოდა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მეუფე იაკობთან ერთად. მათი განცხადებით, ქსნის ციხეში უკვე სიწყნარეა.
შეგახსენებთ, რომ ქსნის №15 საპყრობილესთან შეკრებილი პატიმართა მშობლები ადმინსტრაციის შეცვლას ითხოვენ.
"მცდარია ინფორმაცია, რომ ციხეებში პატიმრების მიმართ ხორციელდება ზეწოლა. არ არის შესული სპეცრაზმი",_განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
ქსნის №15 ციხეში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცნობილი გახდა სასჯელარსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის ვინაობა. ამ თანამდებობაზე წარდგენილი არჩილ ხუბუა, საპყრობილიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბაჩო ახალაიას კადრი იყო.
15 პატიმარმა პროტესტის ნიშნად პირიც კი ამოიკერეს. პატიმრები დაუკავშირდნენ მშობლებს და სთხოვეს ეს გადაწყვეტილება მათთან ერთად გაეპროტესტებინათ.
"ჩემი ინფორმაციით, დილიდა დაიწყება მოკვლევა. ჩვენ მივიღეთ გარანტია სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილისგან, რიომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება სპეცრაზმი გამოყენებული", _ აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
"ჩვენ არ ვაპირებთ თვალი დავხუჭოთ და დავუშვათ იმ ადამიანების სისტემაში დარჩენა, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ბრალდებულნი", _ აცხადებს მონიტორინგიის კომისიის წევრი სოსო მანჯავიძე.
დღეს დილიდან ქსნის №15 სასჯელარსრულების დაწესებულებაში სიმშვიდეა.