ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუცია ქართული დელეგაციის წევრმა თედო ჯაფარიძემ შეაფასა. ჯაფარიძე რეზოლუციის ტექსტში "ტრაგედიას ვერ ხედავს".
"მესმის ჩვენი პატივცემული ოპოზიციონერების სიხარული, რომ რეზოლუციაში კონკრეტული გვარები დაფიქსირდა. მე ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს არის გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ არის საკითხები, რაზეც ჩვენ უკეთ უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტში რჩება ჩანაწერი, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.