12-18 ოქტომბრამდე საქართველოში დიასპორული კვირეული გაიმართება. განცხადება ამის შესახებ დიასპორულ საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ გააკეთა.
13 ოქტომბერს დიასპორულ-ეკონომიკური ფორუმი საასტუმრო "მეტეხი" 2 დამოუკიდებელი კომფერენციის სახით გაიმართება. კონფერენციაზე დიასპორული ინვესტიციები იქნება განხილული.
მინისტრის თქმით, ღონისძიებაზე დასასწრებად დიასპორის წარმომადგენლები ჩამოვლენ.
"დიდი იმედი გვაქვს, რომ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას. უკევ დადასტურებულია ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმრის დასწრება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ა.შ.", -განაცხადა გელა დუმბაძემ.