ივერიონი / დავით ონოფრიშვილი: მომავალი წლის ბიუეჯტში საპენსიო ფონდის გაზრდა არ იგეგმება!

დავით ონოფრიშვილი: მომავალი წლის ბიუეჯტში საპენსიო ფონდის გაზრდა არ იგეგმება!

  ,,2015 წლის ბიუჯეტის პროექტში, არ არის გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გაზრდა", - განაცხადა ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა.

 

  ონოფრიშვილის განცხადებით,აღნიშნულ საკითხზე  ეკონომიკის სამინისტრო მთავრობასთან ერთად უკვე მუშაობს.

,,საპენსიო რეფორმაზე ძალიან სერიოზულად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა. უახლოეს კვირებში ალბათ მეტი ინფორმაცია გვექნება თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგამება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მთელი ათი წლის განმავლობაში არც კი განხორცილებულა. ჩვენ გვიწევს დღეს იმ ნაბიჯების გადადგმა რაც უნდა ყოფილიყო 2005 წლიდან მოყოლებული. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუეჯტში საპენსიო ფონდის გაზრდას, რამდენადაც მე ვნახე ეს გათვალისწინებული არ იყო", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

2-10-2014, 14:09
უკან დაბრუნება