ივერიონი / პაატა დავითაია: საქართველოს მთავრობამ ევროსაბჭოს ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციები უნდა გაითვალისწინოს!

პაატა დავითაია: საქართველოს მთავრობამ ევროსაბჭოს ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციები უნდა გაითვალისწინოს!

  "ევროპელი დემოკრატების" ლიდერის შეფასებით, "ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნის განვითარებისთვის საფრთხის შემცველია".


  "რეალურად ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, დაგვანახონ, თითქოსდა ეს არის რეკომენდაციის ხასიათის მატარებელი და ეს დასკვნა მიიღო მხოლოდ მმართველმა პარტიამ, საუბარი მაქვს ევროპის მმართველ პარტიაზე EPP-ზე, სინამდვილეში ეს ასე არ არის, შეგიძლიათ, გადახედოთ კენჭისყრის შედეგებს, სადაც ნახავთ, რომ კენჭისყრის დროს ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა არამარტო სახალხო პარტიამ, არამედ ევროპულ-დემოკრატიულმა პარტიამ, სოციალისტთა პარტიამ, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიამ. ფაქტობრივად, ცალსახად ჩანს ის, რომ ეს არის ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ყველაზე სახიფათო ტენდენციები არის ის, თუ ვინ მისცა წინააღმდეგ ხმა", - განაცხადა დავითაიამ.

  დავითაიას თქმით, ევროსაბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილებით რუსეთს ხმის უფლება შეუჩრდა.

  "მე ვიყავი მაშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და კარგად ვიცი, თუ რა მუშაობა მიმდინარეობდა ამ მიმართულებით, თუ როგორ ხდებოდა წინააღმდეგობის გაწევა საქართველოს მიმართ, ეს ეხება 2008 წლის მოვლენებს, აქედან გამომდინარე, დღეს ეს ხალხი ქართულ დელეგაციასთან ერთად დადგა ერთ პოზიციაზე. ეს ხალხი აღმოჩნდა უმცირესობაში. პრობლემა კიდევ მდგომარეობს იმაში, რომ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ  ამ რეზოლუციას აქვს რეკომენდაციის ხასიათი. სწორია, მას არ გააჩნია ჯარი ან აღსრულების პოლიცია, რომ დაიწყოს აღსრულება, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს რეკომენდაციის ძალა, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, რომელსაც "რეკომენდაციის" ძალა აქვს, შეუჩერა ხმის უფლება რუსეთის დელეგაციას. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს განცხადებას, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მოვლენები არასწორად ვითარდება. თუ ჩვენ არ შევასრულეთ ეს რეკომენდაციები, აღმოვჩნდებით ისეთი ქვეყნის გვერდით, როგორიცაა რუსეთი", - განაცხადა დავითაიამ.

2-10-2014, 15:12
უკან დაბრუნება