ამ წუთებში პეკინის #34-ში , "თავისუფალი ზონის" ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
"თავისუფალი თაობა" და ჟურნალისტები ჟურნალისტის ცემის ფაქტს აპროტესტებენ და "თავისუფალი ზონის" დახურვას მოითხოვენ!
როგორც "ივერიონის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველებს დერეფანი აქვთ გაკეთებული . ერთ მხარეს აქტივისტები , ხოლო მეორე მხარეს "თავისუფალი" ზონის წარმომადგენლები იმყოფებიან.
"თავისუფალი ზონის" წევრებმა აქციის მონაწილეებს პომიდვრები დაუშინეს.
P.S ვიდრე ინფორმაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელდებოდა შეგვატყობინეს, რომ "თავისუფალი თაობის" წევრი ზურა ბიგვავა დააკავეს. უკანასკნელის ინფორმაციით, " თავისუფალი ზონის" ოფისში გიგა ბოკერია და ნიკანორ (ნიკა) მელია იმყოფებიან.