საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებად აფასებს.
მისი თქმჩანაწერი, რომელიც ახალაიასა და სააკაშვილის თაობაზე გაკეთდა საგანგაშო არ არის.
"ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია. აქ ძირითადად, გამოხატულია პარტიების აზრი. მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობა" არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი და მათ გამოხატეს სოლიდარობა იმ საკითხებისადმი, რომელიც დააყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ". აქ რეალურად აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი არ არსებობს. თქვენ თვითონ ნახეთ რეზოლუციის ძირითადი ტექსტი და იქ არის მხოლოდ პოზიტივზე საუბარი. თუ თქვენ მიგაჩნიათ, "ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ის ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა ახალაიას, სააკაშვილის თაობაზე, საგანგაშოა, ეს მე არ მიმაჩნია საგანგაშოდ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა "ნაციონალური მოძრაობისა", ებრძოლოს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ მოსახლეობას. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა. აქ ახალი არაფერი არ არის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.