რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში სირიელი ამბოხებულების საწვერთნელი ბაზის შესაძლო შქმნის საკითხს ეხმიანება, საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას ამ საკითხზე დამაჯერებლად მიიჩნევს.
"მოსკოვში ყურადღება მიაქცეს რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ამერიკული საწვრთელი ბანაკის შექემნის შესახებ, სირიის ოპოზიციის ბოევიკების მოსამზადებლად. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ თბილისის ასეთი გადაწყვეტილება, თუ ის მიღებული იქნებოდა, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს, სტბილურობასა და უსაფრთხოებას. გარდაუვალი იქნებოდა ნეგატიური შედეგები ამ დროისათვის წარმატებულად განვითარებადი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესისთვის. ამიტომაც, თბილისში გაკეთებული განცხადებები, მათ შორის ი. ღარიბაშვილის მიერ წარმოთქმული ოფიციალური უარყოფა, ჩვენს მიერ აღქმულია სერიოზულად. ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ თემას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში.