საქართველოში ჯერ შევარდნაძის, ხოლო შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელდა მოსახლეობის ხელოვნურად გაღატაკების პროცესი, რაშიც საბანკო დაწესებულებებმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულეს.
ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველო" და საქართველოს თავისუფალი პროფკავშირები "სოლიდარობა 2" აცხადებს.
ისინი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს საბანკო ვალების გადავადების თხოვნით მიმართავენ.
"მივმართავთ, პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, მოხდეს არსებული საბნაკო ვალების რესტრუქტურიზაცია და პროცენტების გაყინვა. ამით დავიწყებთ ჩვენი მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების რეჟიმში დაბრუნების პროცესს", _ განაცხადა ალექსანდრე შალამბერიძემ.
საქართველოს თავისუფალი პროფკავშირები "სოლიდარობა 2"-ის განცხადებით, მოსახლეობის საბანკო ვალებისგან დაცვის მიზნით, უნდა აიკრძალოს საცხოვრებელი ბინების იპოთეკაში ჩადება.
"მართალია, ეს იქნება ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ ეს მოხდება ისევ მათი დაცვის მიზნით", _ აცახდებს ალექსანდრე შალამბერიძი.
"საქართველოს ბანკი" ამ საქმეში არის ფლაგმანი ბანკი",_ნათქვამია "სოლიდარობა 2"-ის განცხადებაში.
"უმუშევრობის, უმძიმესი საგადასახადო წნეხის, კაბალური საკრედიტო ხელშეკრულებებისა და უზომოდ გაზრდილი საპროცენტო საბანკო განაკვეთის არსებობის პირობებში საქართველოს მოსახლეობამ, მცირე თუ საშუალო მეწარმეებმა სრული ჯოჯოხეთი გამოიარეს. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს საცხოვრებელი ბინებს გარეშეა დარჩენილი, რისი მთავარი მიზეზიც საბანკო ვალებია", _ წერია მიმართვაში.