ივერიონი / ნატალია ზაქარეიშვილი: პენსიების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში მინიმუმ 50 ლარით მაინც უნდა დაფიქსირდეს!

ნატალია ზაქარეიშვილი: პენსიების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში მინიმუმ 50 ლარით მაინც უნდა დაფიქსირდეს!

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებაზე, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში პენსიების ზრდა გათვალისწინებული არ არის, ცნობილი ექსპერტი შრომისა და სოციალურ საკითხებში ქ-ნი ნატალია ზაქარეიშვილი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

„მთავრობამ აუცილებლად უნდა გადახედოს ბიუჯეტს და პენსიების მომატებაზე დაიწყოს ფიქრი...

2015 წლის ბიუჯეტში პენსიის მოსამატებლად უნდა გამოინახოთ თანხები...


ამ ეტაპზე სულ მცირე, პენსიის გაზრდა უნდა მოხდეს 50 ლარით.


ეს ის მიზერული თანხაა, რომელსაც მოსახლეობა მიიღებს და გაგებით მოეკიდება. და, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლებისაგან აღარ მოითხოვს საარსებო მინიმუმთან პენსიის გათანაბრებას“ - წერს ქ-ნი ნატალია ზაქარეიშვილი.

3-10-2014, 16:45
უკან დაბრუნება